ვადები და პირობები

cAllAn_ის   სასწავლო სახელმძღვანელოების  მომარაგების  სტანდარტული  ვადები  და პირობები

1. განმარტებები

1.1 ,,მხარე’’ ან  ,,მხარეები’’  _ ,,მიმწოდებელი’’ ან  ,,მყიდველი’’ ცალკე   თუ  ერთობლივად,  კონტექსტის  მიხედვით.

1.2 ,,პირობები’’ - გულისხმობს,  მომარაგებას  სტანდარტულ  ვადებსა  და პირობებში, რაც დამტკიცებულია  დოკუმენტით  და შეთანხმებულია  მიმწოდებელსა  და მყიდველს  შორის.

1.3 ,,cAllAn_ის მასალები’’- გულისხმობს   cAllAn_ის მეთოდის სახელმძღვანელოებს,  დამატებით მასალას, აუდიო  და  ვიდეო  მასალას.  ეს კი  დაბეჭდილი  და  გამოცემულია  ყველა  საავტორო  უფლების  დაცვით,  მისი დისტრიბუცია  კი ხდება  სამხრეთ  კავკასიაში  (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი)  ეს  მისი  ექსკლუზიური  უფლება.

1.4 ,,cAllAn_ის  სახელმძღვანელოების ფასი’’- ეს არის დადგენილი  ფასი,  რომელსაც  მყიდველი  უხდის  მიმწოდებელს.

1.5 ,,მიწოდების  დრო’’ გულისხმობს,  დროის იმ  პერიოდს, რომელიც  განსაზღვრულია ამ  პირობებით  და  მიმწოდებელი  ვალდებულია  მოამარაგოს  მყიდველი  სახელმღვანელოებით განსაზღვრულ ვადაში.

1.6 ,,მიწოდების  ადგილი’’-  ეს არის  ადგილი, სადაც  ხდება  წიგნების  მომარაგება.

 

2. ვადები  და  პირობები

2.1   მიმწოდებელი   ეს არის,  საქართველოს  კანონმდებლობით უფლებამოსილი იურიდიული პირი, რომელსაც  ,,შ.პ.ს  cAllAn_ის  გამომცემლობის’’  თანახმად  აქვს  ექსკლუზიური  უფლება,დისტრიბუცია გაუწიოს  cAllAn_ის  სახელმძღვანელოებს სამხრეთ  კავკასიაში  (საქართველო,  სომხეთი,  აზერბაიჯანი).  წიგნებით მომარაგება ხდება მათთვის, ვისაც  სურვილი  აქვს  ასწავლოს  ინგლისური  cAllAn_ის   მეთოდით.

2.2  ზემოთხსენებული 2.1  პუნქტის  თანახმად,  მიმწოდებლის  ფუნქციაა,  წიგნებით  მომარაგება,  მყიდველის  კი,  მათი  შეძენა, იმ  განძრახვით, რომ  ასწავლოს  cAllAn_ის მეთოდით.

 

3. ფასი და გადახდის ვადები

3.1  მყიდველი  ვალდებულია,  მიმწოდებელს  გადაუხადოს   cAllAn_ის   სახელმძღვანელოების საფასური, რომელიც  განსაზღვრული  და  მითითებულია  მიმწოდებლის  პრეისკურანტში.

3.2  მხარეებს  შორის  შეთანხმება  შეიძლება  განხორციელდეს,  როგორც  ნაღდი  ისე  უნაღდო  ანგარიშსწორებით. უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში,  გადარიცხვა  ხორციელდება,  მიმწოდებლის  საბანკო  ანგარიშსწორებით, რომელიც  მოცემულია  პირობებში.

3.3  მიმწოდებელი  გარანტიას  გვაძლევს, რომ  ყველა  სახელმძღვანელო,  დამატებითი  თუ  აუდიო/ვიდეო  მასალა, რომელიც ნახსენებია  3.1  ოფიციალურადაა  ნებადართული   ,,შ.პ.ს cAllAn_ის   გამომცემლობის’’  მიერ  და  გამოცემულია  ყველა  საავტორო  უფლების  დაცვით.

3.4  ,,მიმწოდებლის  ადგილი’’ , ეს არის ადგილი, რომელიც მითითებულია მყიდველის  მიერ.

3.5  მიმწოდებელი   მომარაგებას უზრუნველყოფს   5 სამუშაო  დღის  ვადაში  საქართველოში  და  10  სამუშაო  დღის  ვადაში  აზერბაიჯანსა  და  სომხეთში, მას  შემდეგ რაც  გადახდილი  იქნება  cAllAn_ის   სახელმძღვანელოების  საფასური.

 

4.მხარეთა  განცხადებები  და  გარანტიები

4.1  თანამშრომლობის  თვალსაზრისით, მხარეები ამტკიცებენ  და  გარანტიას  იძლევიან, რომ  ისინი  ითანამშრომლებენ  ერთმანეთთან  ამ პირობების  შესრულებითა  და  ინტერესების  დაცვით.

4.2  მიმწოდებელი  ვალდებულებას  იღებს, რომ  ამ  პირობების  თანახმად  მოამარაგოს  მყიდველი  cAllAn_ის   სახელმძღვანელოებით,  ფიქსირებულ  დროში  შეუფერხებლად.

4.3  თანამშრომლობის  ფარგლებში, მიმწოდებელი  ვალდებულებას  იღებს,  სიახლეები აცნობოს  მყიდველს,  რაც დაკავშირებული  იქნება    cAllAn_ის   სახემძღვანელოებთან.

4.4  ამ  პირობების  თანახმად, მყიდველი  პასუხისმგებლობას  იღებს  და  ამტკიცებს, რომ გამოიყენებს  მხოლოდ  მიმწოდებლის  მიერ  მომარაგებული  სახელმძღვანელოებს   cAllAn_ის   მეთოდით   ჩატარებისას, მის  საგანმანათლებლო  დაწესებულებებში (სკოლა)  და  რომ  მოამარაგებს  ყველა  სტუდენტს,  მიმწოდებლის  მიერ  შეთავაზებული  სახელმძღვანელოებით.

4.5  მყიდველი  ამტკიცებს  და  გარანტიას  იძლევა,  რომ  მისი  მხრიდან   არანაირ  დარღვევას არ ექნება  ადგილი, როგორიცაა  წიგნის  გადაკოპირება,  დაბეჭვდა  ან  სხვა  სახის  არასანქცირებული  გამოყენება cAllAn_ის   სახელმძღვანელოებისა, როგორც  თავად, ისე არც სხვა  მესამე  პირის  მეშვეობით.

4.6  მხარეთა  თანამშრომლობის  ფარგლებში,  მყიდველი  პასუხისმგებლობას  იღებს  და  გარანტიას  იძლევა, რომ  ნებისმიერ დროს  დაუშვებს  მიმწოდებელს სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე  და  საშუალებას  მისცემს მას დაესწროს  სწავლების  პროცესს,  გაესაუბროს  სტუდენტებს,  რათა  დარწმუნდეს  რამდენად  ხორციელდება  4.4   5.5  პუნქტები.

 

5. პასუხისმგებლობა

5.1  ვალდებულების  არშესრულების  შემთხვევებში,  მხარეებს  შორის ურთიერთობები  რეგულირდება  საქართველოს   კანონმდებლობით.

5.2  თუ  მყიდველი  არღვევს  იმ  გარანტიებს, რომელიც  მოცემულია  4.4-4.5  პუნქტებში  როგორიცაა  cAllAn_ის   ბეჭდვა, კოპირება ან  სხვა   არასანქცირებული  მოქმედება  და  გამოყენება  cAllAn_ის    სახელმძღვანელოებისა,  თავად მყიდველისა , თუ  მესამე  პირის  მეშვეობით, მყიდველს  მოუწევს  ზარალის  სრულად ანაზღაურება,  cAllAn_ის   გამომცემლობისთვის. ( ზემოთ  ხსენებული  ქმედებების  შემთხვევებში.)

5.3   5.2  პუნქტის  შესაბამისად,  მომმარაგებელი  სრულუფლებიანი  პირია,  გამოიყენოს  ყველა  უფლება და   დარღვევების  შემთხვევაში, დაიცვას  ყველა  საავტორო  უფლება,  საქართველოს კანონმდებლობით.

 

6.დასკვნითი  დებულებანი

6.1  ეს  პირობები  არ  იცვლება, არ შესწორდება, თუ  წერილობით  არ იქნა  სათანადოდ  შესრულებული  მხარეების  მიერ.

6.2  ნებისმიერი  შენიშვნა  თუ  თხოვნა,  რაც  შეეხება  ამ  პირობებს , მხოლოდ მაშინ  იქნება  ეფექტური, თუ ეს  განხორციელდა    წეროლობით  ან  პირადად  გადაიცემა, მეილით, ფაქსით  თუ კომუნიკაციის  სხვა  საშუალებით.

6.3  თუ  ამ  პირობების  რომელიმე დებულება  არასწორია,  ეს  არ იმოქმედებს  შეთანხმების  სხვა  დარჩენილი  დებულებების  სისწორეზე.

6.4  ეს  პირობები  სრულდება  საქართველოს  კანონმდებლობის  თანახმად, ნებისმიერი  დაპირისპირება,  თუ  პრეტენზია, რომელიც  წარმოიშვება  ამ  პირობებთნ  დაკავშირებით, გადაწყდება  სასამართლოს  მიერ.